"მიპასუხე", "სისტემა გაჭედილია", "ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის" - აქტივისტებმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან აქცია გამართეს.
მათ ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობა გააპროტესტეს - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112 ზარებზე პასუხს აყოვნებს, ხოლი იმ შემთხვევაში, თუ მათ უპასუხეს, მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე რამდენიმე საათის შემდეგ მიდიან ან ვერ მიდიან.
"ვხედავთ, რომ ადამიანები არიან გასაჭირში, 112 კი ზარებს არ პასუხობს. ვხედავთ, რომ სისტემა ჩამოშლილია. ჩვენ მოვედით, რათა ეს გავაპროტესტოთ". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.